პროექტის სახელწოდება: კომპიუტერი და წიგნის გამოცემა
პროექტის მთავარი იდეა: აღიკვეთოს წიგნისადმი ზერელე
დამოკიდებულება, შეექმნას წარმოდგენა იმ დიდ შრომაზე რაც წიგნის გამოცემას უდევს
საფუძვლად, გაეცნოს ავტორის, გამომცემლის, რედაქციის, სტამბის მუშაობას.
პროექტის აქტუალობა:
ჯერ კიდევ ხშირია წიგნების დაზიანების
შემთხვევები გაუფთხილებლობის და არასერიოზული დამოკიდებულების გამო
(პრეტენზიები წიგნის ფასის არაადექვატურობის გამო)
პროექტის მიზნები:
გაეცნონ წიგნის
შექმნის ტექნოლოგიას, კომპიუტერის გამოყენების კიდევ ერთ სფეროს, შეძლონ
ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, დამუშავება, ანალიზი, შეფასება
და მასზე დაყრდნობით დამოუკიდებლად მიიღონ შესაბამისი პროდუქტი
მონაწილეთა
ასაკი: 10–12 წ.
შესრულების ვადა: ოთხი კვირა
მოსალოდნელი შედეგები: ინტერვიუ, ვიდეომასალა, დოკუმენტური
მასალა
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, რვეული,
საწერი კალამი, კომპიუტერი, პროექტორი.
(ძირითადი აქტივობები):
ა) გავაცნოთ შესასრულებელი სამუშაოს
მოცულობა
ბ) ჩავინიშნოთ
ჯგუფების შემადგენლობა, ჯგუფის წევრები ინაწილებენ სამუშაოს
გ) ვიზიტი რედაქციაში, სტამბაში („დიოგენე“ ან „ინტელექტი“)
დ) მასწავლებლის მონიტორინგი შესრულებულ სამუშაოზე
ე) მოპოვებული მასალების დახარისხება და ორგანიზება
ვ) პრეზენტაციის მომზადება და განხორციელება
ხელმძღვანელი: ზეინაბ ოტიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა zeno.otiashvili@gmail.com
პროექტის ვებ–ვერდი /ბლოგი: zenootiashvili
|
Комментариев нет:
Отправить комментарий