вторник, 3 декабря 2013 г.

კონკურსი : "ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში"

სახელი, გვარი :      ზეინაბ ოტიაშვილი
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისის 49-ე საჯარო სკოლა
ტელეფონი :            577337870
ელ.ფოსტა :              zeno.otiashvili@gmail.com


                                                     ჩვენ ვსწავლობთ ისტ-ს


კონკურსის პირობებში მოთხოვნილია ერთი 

თემატური ერთეულის, გაკვეთილის ან პროექტის წარმოდგენა, მე გადავწყვიტე სასწავლო პროგრამით გათვალისწი-ნებული თემატიკა წარმოვადგინოთ როგორც ერთი პროექტი, რადგან მე ვთვლი, რომ ყველა გაკვეთილი უნდა იყოს შემოქმედებითი და ვითარდებოდეს წარმოქმნილი სიტუაციების მიხედვით. ყოველი ჩემი გაკვეთილი იწყება  გაკვეთილის თემის გაცნობით, გონებრივი იერიშით, ასოციაციური რუკით, ვიწყებთ თემის ათვისებისათვის საჭირო ცოდნის მობილიზაციას.  მითითებების მიცემის ან პროექტორის დახმარებით ჩვენების შემდეგ მოსწავლეები ცდილობენ თვითონ შეასრულონ მიცემული დავალება. არჩეული სახელმძღვანელოც ნინო ჯამასპიშვილის " ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები"  შედგენილია "სწავლა კეთებით" პრინციპით. გაკვეთილის დამთავრებამდე ვაკეთებთ შეჯამებას: ვადარებთ ადრე ნასწავლ მასალას, ვაკეთებთ ვენურ დიაგრამას, გამოვყოფთ ახალს, მოსწავლეები ახდენენ მოსაზრებების ერთმანეთში გაცვლას.
       შეფასება - ხშირად ვიყენებ განმავითარებელ ზეპირ შეფასებას, თუმცა განმსაზღვრელი შეფასების აუცილებლობის გამო პერიოდულად ქულებითაც ვაფასებ.

       პრაქტიკულ დავალებას(ტექსტის აკრეფა, ნახატის შექმნა და გაფერადება, Excell-ში, ცხრილების შექმნა, პრეზენტაციის შექმნა და ა.შ)  მოსწავლეთა უმრავლესობა სრულყოფილად და ხალისით ასრულებს, მაგრამ,  ამავედროს, მიუხედავად ჩემი მცდელობისა შესრულებული დავალების თეორიულად ჩამოყალიბება უჭირთ.




რას მირჩევდით კოლეგებო?




    




ახლა წარმოგიდგენთ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ძირითად შესასწავლ თემებს და შემაჯამებელ სამუშაოებს:
                                                          http://www.slideshare.net/ssuser2a5277/kranaxi
                                                          


ბავშვების ნამუშევრები




                                                

среда, 4 апреля 2012 г.



პროექტის სახელწოდება:     კომპიუტერი და წიგნის გამოცემა

პროექტის მთავარი იდეა:  აღიკვეთოს წიგნისადმი ზერელე დამოკიდებულება, შეექმნას წარმოდგენა იმ დიდ შრომაზე რაც წიგნის გამოცემას უდევს საფუძვლად, გაეცნოს ავტორის, გამომცემლის, რედაქციის, სტამბის მუშაობას.

პროექტის აქტუალობა:
            ჯერ კიდევ ხშირია წიგნების დაზიანების შემთხვევები გაუფთხილებლობის და არასერიოზული დამოკიდებულების  გამო (პრეტენზიები წიგნის ფასის არაადექვატურობის გამო)

პროექტის მიზნები:
გაეცნონ წიგნის შექმნის ტექნოლოგიას, კომპიუტერის გამოყენების კიდევ ერთ სფეროს, შეძლონ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, დამუშავება,  ანალიზი, შეფასება და მასზე დაყრდნობით დამოუკიდებლად მიიღონ შესაბამისი პროდუქტი
მონაწილეთა 
ასაკი:            10–12 წ.

შესრულების ვადა:  ოთხი კვირა

მოსალოდნელი შედეგები: ინტერვიუ, ვიდეომასალა, დოკუმენტური მასალა

პროექტისათვის 
საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, რვეული, საწერი       კალამი, კომპიუტერი, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები):
     ა) გავაცნოთ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა
    ბ) ჩავინიშნოთ ჯგუფების შემადგენლობა, ჯგუფის წევრები ინაწილებენ სამუშაოს                                                                                 
    გ) ვიზიტი რედაქციაში, სტამბაში („დიოგენე“ ან „ინტელექტი“)
     დ) მასწავლებლის მონიტორინგი შესრულებულ სამუშაოზე
      ე) მოპოვებული მასალების დახარისხება და ორგანიზება
      ვ) პრეზენტაციის მომზადება და განხორციელება

ხელმძღვანელი:           ზეინაბ ოტიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა          zeno.otiashvili@gmail.com
პროექტის ვებ–ვერდი /ბლოგი: zenootiashvili